სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამიის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
27-03-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სკოლებისთვის გაგზავნილი ინფორმაციისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა შექმნეს ვირტუალური საკლასო ოთახები Microsoft office 365 Teams პროგრამის ბაზაზე და აქტიურად ჩართეს მოსწავლეები ონლაინ სწავლის პროცესში.

ვირუსმა, რომელმაც მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესი დაუწესა, განათლების სისტემასაც შეეხო. გავრცელებული კორონავირუსის covid 19-ის პრევენციის მიზნით სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 2 მარტიდან ჯერ შეწყდა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 21 აპრილამდე გადაიდო.

ამ პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა.

დისტანციური სწავლების რეჟიმი საჯარო და კერძო სკოლებისთვის დღეს უკვე რეალურ გამოწვევად იქცა. სკოლას, მასწავლებლებს აქტიურად დაუდგნენ მხარში მშობლები, რისთვისაც სკოლის დირექტორი, სილვა ამირიანი და პედაგოგები მადლობას უხდიან მათ მხარდაჭერისათვის.

იმედს ვიტოვებთ, მსოფლიო და საქართველოც მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მონატრებულ სკოლის კედლებს დაუბრუნდებიან! ჯანმრთელობას და სახალისო ონლაინ გაკვეთილებს გისურვებთ ყველას“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება