სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 გზა ეფექტური გაკვეთილის დასაწყებად: თქვენი გაკვეთილის პირველი წუთები როგორია?
08-06-2021
-
+


ალბათ, ყველა მასწავლებელს აქვს საკუთარი საგაკვეთილო რუტინა, რითიც ყოველდღე ხელმძღვანელობს. თუმცა, რამდენი მათგანი ფიქრობს, რომ თვეობით ან კიდევ წლობით დამკვიდრებული გაკვეთილის დაწყების რუტინის შეცვლა დროგამოშვებით კარგია?

გაკვეთილის დაწყების წესებს თუ შეცვლით ან დაინტერესდებით, სხვა მასწავლებლები ამას როგორ აკეთებენ, სათანადო მასალებს ინტერნეტშიც თავისუფლად მოიპოვებთ.

„ეტალონი“ გირჩევთ გზებს, გაკვეთილები როგორ დაიწყოთ, რომ მოსწავლეების ყურადღება მაქსიმალურად თქვენსკენ იყოს მომართული.

დაიწყეთ შეცდომით

შეცდომებზე სწავლა თქვენი გაკვეთილის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს. მოსწავლეებს ისეთი დავალებები აჩვენეთ, რომელიც კარგად შესრულებული არ არის და სთხოვეთ, მათ ხელახლა და მაქსიმალურად გამართულად შეასრულონ ის. შეეცადეთ მოსწავლეებს საკუთარ შეცდომებზე დაყრდნობით ასწავლოთ.

დაიწყეთ ძირითადი სათქმელით

მოსწავლეები თემით რომ დააინტერესოთ, ძირითადი თემა ცხადად და საინტერესოდ უნდა დაანახოთ. მზად ხართ კრეატიული წერისთვის? მოსწავლეები წაახალისეთ თავიანთი შემოქმედებითი უნარები გამოავლინონ. მზად ხართ წიგნის საკითხავად? დასაწყისშივე ჰკითხეთ მოსწავლეებს, მათი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ნაწარმოებსა თუ წიგნში?

დაიწყეთ შეკითხვით

შეკითხვებით შეამოწმეთ თქვენმა მოსწავლეებმა რა იციან და რას ფიქრობენ ახალ თემასთან დაკავშირებით. პასუხები დაფაზე დააწერინეთ და ხმის მიცემის მეთოდი გამოიყენეთ. ზოგადად, მოსწავლეების აზრთა სხვადასხვაობის ვიზუალურად წარმოსაჩენად powerpoint-ის გრაფიკები და პროექტორი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დაიწყეთ მოძრაობით

დილით თქვენი მოსწავლეები მოდუნებულები არიან? ან ლანჩის შემდეგ გაკვეთილების გაგრძელების ხალისი არ აქვთ? დასვით შეკითხვა და ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად გამოიყვანეთ სხვების წინაშე თავიანთი აზრის გამოსავლენად. თუმცა დააკვირდით, საჯარო გამოსვლის კომპლექსი თუ აქვთ, შესაბამისი მიდგომა გამოიყენეთ. ასე მოსწავლეები გამოფხიზლდებიან და გაკვეთილშიც აქტიურად ჩაერთვებიან.

დაიწყეთ ვიდეოთი

საინტერესო ვიდეოების ნახვა ყველას იტაცებს, განსაკუთრებით ბავშვებს. ერთ-ერთმა პედაგოგმა გაკვეთილის დასაწყისში  მოსწავლეებს მანქანების რბოლის ვიდეორგოლი აჩვენა. მან მოსწავლეებს სთხოვა ვიდეოსთვის ეყურებინათ და მათთვის ნაცნობ დეტალებზე დაკვირვებულიყვნენ. ამით მას მოსწავლეების ტვინის მათემატიკური კონცეფციებით გავარჯიშება უნდოდა. მათვე სთხოვა თავიანთი კომპიუტერული ანიმაციები შეექმნათ.

თქვენ როგორ იწყებთ გაკვეთილს? გაგვიზიარეთ კომენტარებში, როგორია თქვენი გაკვეთილის პირველი წუთები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა

მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება