ლენტეხის N2 საჯარო სკოლას რაიონული სამმართველოს ინსპექტორი სტუმრობდა
12-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ლენტეხის N2 საჯარო სკოლას შსს-ს ლენტეხის რაიონული სამმართველოს არასრულწლოვანთა ინსპექტორი, ნათია ქურასბედიანი, სტუმრობდა.
შეხვედრა ეკოკლუბ „დეციგის“ ინიციატივით შედგა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს ქ-ნი ნათიასაგან. განსაკუთრებით პატარები აქტიურობდნენ. ღონისძიება საუკეთესო სურვილებითა და წარმატებული მომავლის იმედით დასრულდა“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.