სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლას ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი სტუმრობდა
10-03-2020
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლას ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მერაბ კოკოჩაშვილი ესტუმრა. გაიმართა ფილმის ჩვენება. ფილმმა „მიხა“, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით არის გადაღებული, საინტერესო დისკუსია გამოიწვია.

„ჩვენი სკოლის ისტორიაში, კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა! ამჯერად, სკოლას ეწვია ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, უაღრესად საინტერესო ადამიანი, მერაბ კოკოჩაშვილი. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში არსებული პროექტის „კინო სკოლაში“ კლუბი.

შეხვედრამ, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. თავიდან ნაჩვენები იყო კინორეჟისორის ფილმი „მიხა“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო განხილვა, დისკუსია, შეფასებები...

სტუმარმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო ქართული კინოხელოვნების განვითარების ისტორიაც. შემდეგ კი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბატონმა მერაბმა გაიხსენა სხვადასხვა ისტორია როგორც პირადი, ასევე პროფესიული ცხოვრებიდან. მოხდა აზრთა გაზიარება, რჩევა-რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ, როგორც მოსწავლეებს, ამასთანავე მშობლებს და მასწავლებლებსაც, წარმატების მიღწევაში, მომავლის დაგეგმვაში, ღირებულებების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ბავშვებისა და სტუმრის საუბარი, პოზიტიური ემოციები. სასიხარულოა, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. მადლობა თითოეულ მონაწილეს!“ - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება