ახმეტის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის N2 საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ზრუნავს სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.