სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თუ თქვენ ან თქვენი შვილი ღამეს ათევთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
27-06-2017
-
+


როგორ გავანაწილოთ დრო სწორად და რა გავლენას ახდენს ადამიანზე მუდმივი ღამისთევა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ტელე-რადიო კომპანია ''თრიალეთის'' პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

''დრო ფიზიკოსებისა და ფსიქოლოგებისთვის პროცესის მიმდინარეობაა. იმის მიხედვით, ადამიანის პიროვნულ ზრდას რამდენად ხელს უწყობს ეს პროცესი, ამაზეა დამოკიდებული ადამიანმა, ამ მოცმეულ დროში ჭეშმარიტად იცხოვრა, თუ არა. დროში, რომელისგანაც შენ არაფერი არ გაქვს მიღებული გამოცდილების სახით, თუ ადეკვატური არ ხარ რეალობასთან, მაშინ გამოდის, რომ შენ ამ დროში არ გიცხოვრია. 

დრო არის ყოველთვის მისი შინაარსი, როგორი შინაარსით ავსებს მას ადამიანი.  

ახალგაზრდებს უჭირთ დილით წამოდგომა. იმიტომ, რომ ღამის დროს არ იყენებენ იმისთვის, რისთვისაც არის განკუთვნილი. 

ღამის დრო არის - მოსვენებისთვის. შესაბამისად, გარკვეულწილად ფსიქიკის მოსვენებისთვის, ანუ გარკვეული პაუზა. თუ ამ დროს არ გამოიყენებს მოზარდი შესაბამისად, მაშინ ცხადია სკოლაში, უნივერსიტეტში წასვლაც გაუჭირდება. სკოლის პერიოდი - ეს დრო ''სკოლის დროა'' მოსწავლისათვის. თუ ამ დროში არ იმყოფება სკოლაში, გაკვეთილზე, მაშასადამე, ის თავის დროში ვეღარ ცხოვრობს, ანუ ამოვარდნილია იმ დროიდან, რომელიც სკოლას უნდა ეკუთვნოდეს. 

ასევეა ჩვენს ნებისმიერ საქმიანობაშიც. ცდომილება რეალობასთან ურთიერთობაში განისაზღვრება სწორედ დროსთან სწორი, ადეკვატური დამოკიდებულებით. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, აი, ამ კონკრეტულ დროში რა არის ჩვენი საკეთებელი, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრების არც ერთი წამი არ დავკარგოთ, დაკარგული დრო არის იგივე სიკვდილი. ეს არის საკუთარი თავის ფსიქოლოგიური მოკვდინება. 

დღევანდელი თინეიჯერები ღამით ცხოვრობენ დღის ცხოვრებით, დღე - ღამის ცხოვრებით. ეს არის ყველაზე მეტად გაუკუღმართებული დამოკიდებულება, რაც თანამედროვეობაში არის დროსთან მიმართებაში.''


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება