სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ უნდა გიხაროდეთ მარცხი? - გაიგეთ, რა აძლიერებთ პედაგოგებს
25-04-2021
-
+


რის მიღწევასაც არ უნდა ცდილობდეთ, პროგრესი ბუნებრივად მოიცავს შეცდომებსაც. ასე რომ, აუცილებელია „მარცხი აღნიშნოთ“ და მიიღოთ ის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი.

ასეა მასწავლებლების შემთხვევაშიც. საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესში დაშვებულმა შეცდომამ არ უნდა დაგაფრთხოთ და შეცდომებს თქვენი შესაძლებლობების დაქვეითების საშუალება არ უნდა მისცეთ.

როცა მარცხს განიცდით, თომას ედისონის სიტყვები გაიხსენეთ: „მე არ დავმარცხებულვარ. 10 000 გზა ვიპოვე, რომლებმაც არ იმუშავა“.

რატომ არის მარცხი კარგი?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, მარცხი რატომ უნდა გიხაროდეთ

  • მარცხით სწავლობთ

გაკვეთილზე რაღაც გეგმის მიხედვით თუ არ განვითარდა, პრობლემების მიზეზი უნდა ამოიცნოთ და მომავალში გამოასწოროთ. ადამიანები მარცხის შიშისთვის არ დაბადებულან, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დრო კვლევასა და სწავლას დაუთმეთ. საგანმანათლებლო გარემო ორიენტირებულია, რომ მოსწავლეებს მოკლე დროში ბევრი ასწავლოთ და არ დაპანიკდეთ, როცა რაღაცები არასწორად მიდის.

  • მარცხი თავისუფლებას გმატებთ

ცხოვრებაში მარცხს ყველა განიცდის, ასე რომ თავი თავისუფლად იგრძენით და წინ წადით. შეცდომები მომავალში პრობლემებისადმი მედგარს გაგხდით და საკუთარ თავთან გამარჯვებისკენ გიბიძგებთ.

  • შეცდომები გაძლიერებთ

თავი ხელში აიყვანეთ, არ დაეცეთ. ჩათვალეთ, რომ ერთი შეცდომა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

  • უფრო სავსე ცხოვრება გექნებათ

როდესაც მარცხით შეშინებული არ ხართ, ცხოვრებაში მეტ შესაძლებლობას დაინახავთ, ახალ ურთიერთობებს დაამყარებთ და იმაზე მეტს შენიშნავთ, ვიდრე შეცდომებისგან უსაფრთხო ცხოვრებაში გექნებოდათ.

„შეუძლებელია იცხოვრო შეცდომების გარეშე, თუ ასე ფრთხილად ცხოვრობთ, შესაძლოა საერთოდ არ გიცხოვრიათ.

  • წარმატება კარგი გრძნობაა

მარცხი თუ არასოდეს განგიცდიათ, წარმატების გემოს ბოლომდე ვერასოდეს გაიგებთ, დაბრკოლებებს როდესაც გადალახავთ, წარმატების შეგრძნება საუკეთესო გრძნობაა.

„შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ კრახი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას არა ცხოვრება, არამედ არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არ არის“- ამბობს მწერალი ჯოან როულინგი.

ასე რომ, მარცხის ნუ შეგეშინდებათ და მუდმივად პროფესიულ წინსვლაზე იფიქრეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს
 
მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება