სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფულადი ჯილდო 8 870-მა მასწავლებელმა მიიღო - რომელ რეგიონში გავიდა პროფესიიდან ყველაზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი?
21-01-2020
-
+


საქართველოს მასშტაბით, ფულად ჯილდოზე განაცხადი საერთო ჯამში საპენსიო ასაკის 8 870 მასწავლებელმა გააკეთა.  აქედან 2 420 პედაგოგმა სკოლა მეორე ეტაპზე დატოვა. აღნიშნული მონაცემები etaloni.ge-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოაწოდა. 

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი მასწავლებელი იმერეთის რეგიონიდან, ხოლო ყველზე ცოტა აფხაზეთიდან გავიდა. 

ჯილდოზე განაცხადის მიღება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ჯერზე პროფესიიდან 6 450 საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგი, მეორე ეტაპზე კი 2420 პედაგოგი გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ეტაპზე დამატებით გამოყოფილ დროში, რომელიც სამინისტრომ იმ პედაგოგებისთვის გამოყო, რომლებიც მასწავლებელთა  საგნის გამოცდაზე იყვნენ გასულები და შედეგებს ელოდებოდნენ, ჯილდოს აღების სურვილი 462-მა პედაგოგმა გამოთქვა. 

გთავაზობთ, საპენსიო ჯილდოზე გასული პედაგოგების რაოდენობას რეგიონების მიხედვით:

აფხაზეთი  - 31;

აჭარა - 823;

გურია - 415;

თბილისი - 1124;

იმერეთი - 1420;

კახეთი - 1013;

მცხეთა- მთიანეთი - 289;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 228;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 967;

სამცხე-ჯავახეთი - 681;

ქვემო ქართლი - 1283;

შიდა ქართლი - 596.

შეგახსენებთ, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება