სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სახის დამწვრობები ანაცვლებს ლეღვის ნახარშსა და მზეს ზამთარში? - საჭმლის ნახარში... 
16-01-2020
-
+


2020 წელი პიროტექნიკით დაზიანების მაღალი მაჩვენებლით დაიწყო, თუმცა მხოლოდ ე.წ. პეტარდები რომ არაა მსგავსი უბედური შემთხვევების მიზეზი, ფაქტია. ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე Etaloni.ge-ს უმხელს, რომ დამწვრობის ცენტრს პაციენტები, სამწუხაროდ, არც ახალ წლამდე და არც მას შემდეგ აკლია,  ყოველგვარი ასაფეთქებლების გარეშეც.

რა იწვევს დამწვრობისა და ტრავმიანობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. როგორც გუგა ქაშიბაძე განმარტავს, ძირითადად, ბავშვები ტრავმას იღებენ საჭმლის ნახარშის, ცხელი წყლის, ჩაისა და ყავის გადასხმის, ხოლო მოზრდილები გაზის აფეთქების შედეგად, ბენზინის, ნავთობპროდუქტების აალებით და ა.შ.

„პაციენტის სიმცირეს, სამწუხაროდ, არ ვუჩივით; თერმული დაზიანება სერიოზული ტრავმაა და თან ისეთი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. სახლში რომ გაშიშვლებული  ელექტროსადენები არ უნდა იყოს ან დედამ, სანამ ბავშვს აბანავებს, წყლის ტემპერატურა რომ უნდა შეამოწმოს, ან ასანთით რომ არ უნდა შემოწმდეს ბენზინის დონე ავზში, ეს ხომ ელემენტარულია?!“ - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.

გუგა ქაშიბაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გაზის გამათბობლისგან მიღებულ დამწვრობაზე - „ბოლო დროს, გაზის გამათბობლებს დამცავ პანელს ხსნიან, ჰგონიათ - ასე უკეთ გაათბობენ ოთახს, არადა ხუფი იმისთვისაა, ეკრანმა არ დაგვწვას... უკვე არაერთი ბავშვი ხვდება ჩვენთან ასეთი დამწვრობით“.

ასე რომ, ზაფხულში ლეღვის ნახარშითა თუ მზისგან მიღებულ დამწვრობებს, ზამთარში სხვა მიზეზები ანაცვლებს. გუგა ქაშიბაძე კი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება