სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 სკოლის პედაგოგებმა „ახალი სკოლის მოდელის“ შემაჯამებელ ფორუმზე თემა - „ინკლუზიური განათლება“ წარადგინეს
23-12-2019
-
+


20 დეკემბერს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ შემაჯამებელი ორდღიანი ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ერთწლიანი მუშაობის შედეგების გაცნობა. ფორუმში აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეოდა თბილისის N 61 საჯარო სკოლა.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ის 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს.

პროექტის მიზანია საქართველოს სკოლებში მიმდინარე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და სასკოლო კლიმატის გაჯანსაღება. ეს გულისხმობს სასკოლო ცხოვრების დაახლოებას რეალურ ცხოვრებასთან და ამ გზით სასწავლო პროცესის გამოცოცხლებას, საკლასო ოთახის გადაქცევას მოსწავლეთა შემოქმედებითი და შემეცნებითი ძალების განვითარების სარბიელად, სასკოლო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას, თანამშრომლობითი გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვას.

21 დეკემბერს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ორდღიანი ფორუმი დასრულდა. ფორუმის მეორე დღეს გაიმართა პანელური სესიები თემებზე „განმავითარებელი შეფასება“, „დიფერენცირებული სწავლება“, „ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“, „ინკლუზიური განათლება“ და „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლება“.

პანელურ სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები. შეხვედრებზე რეფორმაში მონაწილე სკოლის მასწავლებლებმა მონაწილეებს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკა.

პანელური სესიის თემა: „ინკლუზიური განათლება“ წარმოადგინეს თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ია გაგუამ, ფიქრია კუჭუაშვილმა და ნაია ენდელაძემ.  მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და წარმოადგინეს  კომპლექსური დავალებების ნიმუშები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა პედაგოგების მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება