| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს და IIგ კლასის (ხელ-ლი მარინა ბენიძე) მოსწავლეებმა წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გასვლითი კლასის საათი ჩაატარეს.
სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა გასვლითი კლასის საათი გიორგობის დღესასწაულს მიუძღვნეს.
„მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს წმიდა გიორგის ბიოგრაფია, წამებანი, წაიკითხეს ხალხური ლექსები, მეუფე თადეოზის (იორამაშვილი), ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. ტაძრის მოძღვარმა მამა მათემ (ფხაკაძე) მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გადაუხადა საჯანმრთელო პარაკლისი. სკოლამ ტაძარს საჩუქრად გადასცა მოსწავლეების ხელნაკეთი, თექისგან დამზადებული ჯვარი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტში ჩართულნი იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას