| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
სკოლას მოწვეული ჰყავდა ტრენერები თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან.
„შეხვედრაზე განიხილეს მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითები. მონაწილეები გაეცნენ კვლევას, რომელშიც საუბარი იყო, ძირითად, ყალბ ინფორმაციაზე. იმსჯელეს, რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი. მონაწილეები ასევე გაეცნენ ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED)“ მხარდაჭერით.
ინფორმაციული სახის შეხვედრამ მოსწავლეებს ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა