| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავი აღნიშნეს.
მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მეხუთე კლასელები ილიას ტბასაც ესტუმრნენ.
მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარადი ვეფხვიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავის აღმნიშვნელ სახალხო ზეიმის მონაწილენი გახდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები. მათ ილიას ეზოში წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს ბრძნული გამონათქვამები. ასევე დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი. შემდეგ გადავინაცვლეთ ილიას ტბაზე, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა“,- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ დღე მეტად საინტერესო და ემოციური იყო.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა