სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფარი-ხანუმ სოფიევა - მუსულმანი ქალი, რომელიც ტრადიციულ საზოგადოებაში ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპს ამსხვრევდა
23-05-2017
-
+


ფარი-ხანუმის მშობლიურ სოფელ ყარაჯალარში, მისი სახელი უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს. “ჩი-ფარი” (კაცი-ფარი) - ასე მოიხსენიებენ მოხუცები სოფლის და მხარის “მატრიარქს”.

ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები ამავე სოფელში ცხოვრობენ. მათთვის დიდად მოულოდნელი არ იყო მკვლევართა ინტერესი წინაპრის კვალის მიმართ. მისი გამორჩეული ბუნება და საქციელი დღემდე აკვირვებს ყველას, ვინც ტრადიცულ საზოგადოებაში ქალის განვითარების პერსპექტივის პრობლემატიკას იცნობს.

სოფლის უხუცესების გადმოცემით, ფარი-ხანუმი სოფიევების ძლიერი და გავლენიანი ოჯახის მესამე ქალიშვილი იყო. ოჯახში 5 ძმა იყო, თუმცა ადრეული ასაკიდანვე მათში ხელმძღვანელის და ლიდერის ფუნქცია ფარი-ხანუმმა დაიჭირა. მისი სიტყვა და საქციელი იმდენად ავტორიტეტული გახდა, რომ მთელი ოჯახი მას ემორჩილებოდა. მალე ფარი-ხანუმის გავლენამ ოჯახის ფარგლებს გარეთ გააღწია.

დროთა განმავლობაში იგი სოფლის და მხარის აღიარებულ ლიდერად იქცა, რომელიც ძირფესვიანად ამსხვრევდა ტრადიციულ საზოგადოებაში მუსლიმი ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპს. გადმოცემით, ფარი-ხანუმი მუდამ მამაკაცების წრეში ტრიალებდა და სასოფლო საქმეებს განაგებდა. მასთან ყოველთვის დადიოდნენ რჩევის საკითხავად, იწვევდნენ სხვადასხვა დავებში შუამავლად, ტრადიცული წეს-ჩვეულებების თუ რიტუალების ხელმძღვანელად. მისი სიტყვა და საქმე გადამჭრელი იყო, იმდენადაც კი, რომ მას ტრადიციული საზოგადოების უხუცესები - “აღსაკლებიც” აღიარებდნენ და ემორჩილებოდნენ.

ფარი-ხანუმი ქველმოქმედიც იყო, მუდამ ეხმარებდა ახალდაქორწინებულ ოჯახებს და გარდაცვლილი თანასოფლელების ობლებს. ბუნდოვანი გადმოცემით, 1910-იან წლებში მას სამეურნეო ინიციატივაც წამოუწყია, რისთვისაც სესხი სახელმწიფო ბანკიდან ჰქონია აღებული. თანასოფლელები მას მიაწერენ რკინიგზის ხაზზე სადგურის მოწყობას სოფელ ყარაჯალარისათვის.

მუსლიმი ქალის “იმიჯს” ასევე საშინლად არღვევდა ფარი-ხანუმის ჩვევა - შთამომავლების გადმოცემით იგი ჩიბუხს ეწეოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია დღესაც კი. თუმცა, ამავე დროს, ფარი-ხანუმმა ყურანის კითხვაც იცოდა და მას მუდამ იწვევდნენ რიტუალებზე წმინდა წიგნის წასაკითხად.

ოჯახის წევრების გადმოცემითი გარეგნულად იგი, საშუალო სიმაღლის, ლამაზი პირ-სახის, ქერა ქალი იყო.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკურმა რეჟიმმა სამაზრო თვითმმართველობები - “ერობები” გააუქმა. ფარი-ხანუმმა საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობის გზა არ აირჩია. 1920-იანი წლების ბოლოდან კი მძიმე ბედი ერგო სოფიევების ოჯახს. კოლექტივიზაციის დაწყების შემდეგ ისინი “განაკულაკეს” და ქონება ჩამოართვეს. 1937-38 წლების მასობრივი ტერორის დროს კი ფარი-ხანუმის 3 ძმა დახვრიტეს.

ძნელი სათქმელია, მასობრივი ტერორისაგან ფარი-ხანუმ სოფიევი მისმა ავტორიტეტმა დაიცვა თუ შემთხვევითობამ. ამ დროიდან მოყოლებული მისი ცხოვრების მიზანი დაობლებული ძმისშვილების აღზრდა და გზაზე დაყენება გახდა, რაც შეძლო კიდევაც, თუმცა, გადმოცემით, როდესაც ერთ-ერთი ძმისშვილი 1951 წელს ხორბლის გაყიდვის გამო დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს, ფარი-ხანუმმა ეს ამბავი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

დღეს ყარაჯალარის სოფლის სასაფლაოზე, სავარაუდოდ მსოფლიოში პირველი, დემოკრატიულად არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატის საფლავის ცნობა, მხოლოდ შთამომავლებს თუ შეუძლიათ. უფროსი თაობის “წასვლის” შემდეგ, ფარი-ხანუმის - “ყარაიაზის მატრიარქის” სახელი შესაძლოა უკვალოდ გაქრეს.


წყარო: www.archive.ge


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება