სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიხეთის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში თემაზე „უჯრედის ნივთიერებები“ გაკვეთილი ჩატარდა
11-11-2019
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ლიხეთის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში თემაზე „უჯრედის ნივთიერებები“ ბიოლოგიის გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილის მიზანი იყო უჯრედში არაორგანული და ორგანული ნივთიერებების აღმოჩენა, რისთვისაც მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდები.

პრაქტიკული სამუშაოები მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით შესრულდა.

„ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს როგორ გამოიყო წყლის ორთქლი მშრალი თესლებიდან, ამით დარწმუნდნენ, რომ მშრალი თესლები შეიცავს არაორგანულ ნივთიერებას-წყალს. ორგანული ნივთიერების მაგ:სახამებლის აღმოსაჩენად გამოიყენეს იოდი (რომელიც კარტოფილზე დააწვეთეს). ამ დროს იოდის ჩვეული ყავისფერი ფერი შეიცვალა მოლურჯო ფერით,სხვა ნივთიერებებზე (მაგ:სოდაზე, შაქარზე) ზემოქმედებისას იოდმა ფერი არ შეიცვალა.  მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ კარტოფილის გორგალში აღმოაჩინეს სახამებელი. ბავშვებმა შეძლეს მცენარეთა თესლში ცხიმის არსებობის დადგენა. მათ მიერ არჩეულმა კაკლის ლებანმა დატოვა ცხიმის ლაქა ქაღალდზე. ამ პრაქტიკული სამუშაოებით მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ უჯრედი შეიცავს არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებს. მასწავლებელი დარეჯან ნიავაძე გახლავთ“, - ნათქვამია ლიხეთის საჯარო სკოლის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება