| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსწავლეებმა დემოკრატიულად და წესების სრული დაცვით აირჩიეს ახალი სასწავლო წლის სკოლის თვითმმართველობა.
„ამ აქტივობით ბავშვებში ყალიბდება მოქალაქეობრივი სულისკვეთება და ისინი სწავლობენ არჩევნების გზით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. ვულოცავთ არჩეულ წევრებს გამარჯვებას და ვუსურვებთ სასკოლო ცხოვრებაში ნაყოფიერ თანამონაწილეობას“, - ნათქვამია დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა