სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მზე შემოდგომისა“ ჩატარდა
28-10-2019
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „მზე შემოდგომისა“, რომელიც სკოლის ღვაწლმოსილ მუშაკებს, ამაგდარ პედაგოგებს და ღირსეულ კურსდამთავრებულებს მიეძღვნა.

ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების შემდეგ სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ ტიტულით - „სკოლის პატრიარქი“ დააჯილდოვა გარდაცვალების შემდგომ სკოლის ყოფილი დირექტორები - ვალერიან ტუკვაძე და შოთა ასათიანი. „სკოლის პატრიარქის“ დიპლომი გადაეცა სკოლის ყოფილ პედაგოგსა და დირექტორს ნანა მირიანაშვილს, პედაგოგს ელვარა წულაიას, სკოლის ყოფილ დირექტორის მოადგილეს ანზორ კაკუშაძეს (გარდაცვალების შემდგომ) სკოლის პედაგოგს ნინა მამაგეიშვილს (გარდაცვალების შემდგომ).

„საპატიო მეოთხე სკოლელის“ ტიტული მიენიჭა სკოლის კურსდამთავრებულებს: ვლადიმერ ცაგარეიშვილს, დემურ კირთაძეს, ვიტალ ბზიკაძეს (გარდაცვალების შემდგომ) ირმა ხეცურიანს, ჯეირან გოგინავას, ანდრეი იაზიკოვს, იური იაზიკოვს, მარინა ახვლედიანს, ეთერ კართხიას, ომარხვიჩიას, თამარ ზურაბიანს და მანანა ბერულავას.

ყველა მათგანს ქალაქის მერიის სახელით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა მადლობის სიგელები გადასცა.

კურსდამთავრებულებს და პენსიონერ მასწავლებლებს თბილი სიტყვით ქალაქის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიმართა.

სტუმრებმა თავიანთი სურვილები სკოლის შთაბეჭდილებათა წიგნში ჩაწერეს.

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან სვანიძემ მოამზადა, მუსიკალურად კი ხათუნა იობაშვილმა გააფორმა.

„მადლობა ჩვენს საყვარელ ბავშვებს, რომლებმაც თავიანთი მაღალი საშემსრულებლო დონით სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს“, - ნათქვამია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება