სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვმართოთ მოზარდთა ქრონიკული დაავადებები სკოლაში?
06-09-2019
-
+


მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ეპილეფსია, დიაბეტი სკოლაში მეტ ყურადღებას საჭიროებენ. სწორი მკურნალობითა და დახმარებით ქრონიკული დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად შევამცირებთ.

ამერიკელი ექიმი - სტორმე ვილიამსი მშობლებს ასწავლის, როგორ მართონ ქრონიკული დაავადებები სკოლაში:

  • სასწავლო წლის დაწყებამდე მოემზადეთ ქრონიკული დაავადებების სამართავად, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან, მიეცით საჭირო პრეპარატები ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბავშვს;
  • გადახედეთ დაავადების მართვის წერილობით გეგმას, მიმართეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ექიმს;
  • შეიძინეთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბავშვს სკოლაში ქრონიკული დაავადების სამართავად დასჭირდება;
  • გააანალიზეთ მიღებული ინფორმაცია- ექიმი ვილიამსის თქმით, ექიმისგან მიღებული ინფორმაციის გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის გასწავლით, როგორ მოიქცეთ გადაუდებელ ვითარებაში, როდესაც პატარა ცუდადაა და სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო;
  • დაუყოვნებლივ შეატყობინეთ სკოლის პერსონალს თქვენი შვილის მდგომარეობის შესახებ;
  • დასახეთ დაავადებათა მართვის გეგმა სკოლაში, გაეცანით დიაგნოზის სრულ აღწერას;
  • ყოველდღე დატოვეთ მედიკამენტები სკოლაში გამოყენების ინსტრუქციებით, რომლებიც შესაძლოა დასჭირდეს თქვენს შვილს.

ესაუბრეთ ბავშვს მისი დაავადების შესახებ

ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ მართონ თავიანთი დაავადება, შეეძლოთ მედიკამენტების გამოყენება და რთულ სიტუაციაში მოქცევა.

ექიმი უილიამსი თვლის, რომ მშობლებისათვის ამის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა შვილის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს სირთულეები უნდა დავძლიოთ.

პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია

პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას დიდი როლი ენიჭებათ ქრონიკული დაავადებების მართვის პროცესში. ისინი ვალდებულები არიან, სასწრაფო ზომები მიიღონ ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნით, რაც ამ შემთხვევაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.

სკოლა ვალდებულია:

  • გამოავლინოს ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები;
  • რთული მდგომარეობის შემთხვევაში, მოუმზადონ ბავშვებს სპეციალური საჭმელი;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეების სამართავად გააჩნდეს საჭირო განათლება;
  • მთელი დღის განმავლობაში ურთიერთობდეს სკოლის მედდასთან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება