სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ მოვიქცეთ, თუ მოზარდი იტყუება - სახელმძღვანელო მშობლებისთვის
25-07-2019
-
+


ხშირად მოზარდის მშობლები ჩივიან იმის გამო, რომ მათი შვილი იტყუება. ჩვეულებრივ, ეს ერთი შეხედვით, უწყინარი ტყუილია, რომ მაგალითად სკოლაში დავალება არ მისცეს, ან ტრაბახი და მოვლენების გაზვიადებაა.

ტყუილის შედეგი კი არის ის, რომ მშობლები ეჭვის თვალით უყურებენ ყველაფერს, რასაც ბავშვი ამბობს, მას აღარ ენდობიან და მისი ნათქვამის გადამოწმებას იწყებენ. ეს ყველაფერი კი ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის გამყარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. მაგრამ რა რეაგირება უნდა ქონდეს მშობელს ტყუილზე?

გავერკვეთ მიზეზებში: ფსიქოლოგები ასახელებენ ბევრ მიზეზს, რის გამოც ბავშვები იტყუებიან. ხშირად ცრუობენ, იმისთვის რომ საკუთარი ცუდი საქციელის „კვალი გააქრონ“, თავი აარიდონ არასასურველი საქმის კეთებას, არ გაანაწყენონ თანამოსაუბრე და მიბაძონ თანაკლასელებს. 

მაგალითად, არ უნდათ ბებიასთან ტელეფონით საუბარი, ნაცვლად იმისა, რომ ამის შესახებ პირდაპირ თქვას, იცრუებს რომ ვერ უკავშირდება. ხშირად, საკუთარი საქციელის გამო პასუხისმგებლობის აღება არ უნდა და იტყუება.

ზოგიერთი მოზარდი სიმართლეს ნაწილობრივ ამბობს ან მოვლენებს აზვიადებს, ასეთი სახით კი ცდილობს სასურველის მიღებას ან არასასურველი სიტუაციიდან გამოძრომას. ზოგჯერ, მოზარდები იტყუებიან, იმის გამო, რომ სიმართლე არასაკმარისად საინტერესო ეჩვენებათ. იმისთვის რომ გამოჩნდნენ უფრო მიმზიდველი გარშემომყოფთა თვალში. ხშირად ტყუილის უკან იმალება პრობლემის სხვაგვარად გადაჭრის არცოდნაც.



რატომ გატყუებთ ბავშვი? გარდატეხის ასაკში ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, მისთვის თანატოლების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველანაირად ცდილობს მათ წრეში მოხვედრას. მოზარდი ცდილობს გამოჩნდეს უფრო ძლიერი და მაგარი. გარდა ამისა, ორგანიზმში სერიოზული ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩნდება აქტიური ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ, იკლებს ყურადღების კონცენტრაცია და სწავლის სურვილი. ყოველივე ეს იწვევს გაუგებრობას და მშობლების მხრიდან, ხანდახან, ზედმეტ ზეწოლას. რისი შედეგიც სტრესია. 

ტყუილში კი მოზარდები ხედავენ შესაძლებლობას გაიმარტივონ ცხოვრება და დროებით გათავისუფლდნენ სტრესისგან. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მოზარდი ხანდახან წვრილმანების გამო იტყუება, რაღაცას ბოლომდე არ ამბობს და თავის დაძვრენას ცდილობს - ამის გამო ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ხოლო თუ ტყუილი ქრონიკულ ფორმას იძენს, მას უნდა ებრძოლო. მაგრამ, სავარაუდოდ, ისე არა, როგორც თქვენ ფიქრობთ.

როგორ გავუმკლავდეთ ტყუილს? ტყუილის ყველაზე საიმედო პროფილაქტიკა არის მშობლებსა და ბავშვებს შორის შექმნილი ნდობის ატმოსფერო და არა ნოტაციების კითხვა, იმის შესახებ რომ ტყუილი ცუდია. როგორც წესი, ტყუილის მიღმა იმალება შიში, რომ ვერ გაგიგებენ, დაგცინებენ, გეჩხუბებიან. თუ თქვენ, გამუდმებით აკრიტიკებთ ბავშვს, იგი, სავარაუდოდ, მოგატყუებთ. 



ტყუილის წამალი - გულახდილი საუბარია. სცადეთ ბავშვთან, ბრალდებებისა და ნოტაციების გარეშე, მშვიდი ტონით საუბარი. შეეცადეთ გაიგოთ, რა აწუხებს მას და რა პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს ასეთი სახით - თავიდან იცილებს უსიამოვნებებს, მეგობრების შენარჩუნებას ცდილობს თუ ვინმეს განაწყენებას ერიდება. 

როდესაც ბავშვი საუბრობს, უსმინეთ მას ყურადღებით, არ გააკრიტიკოთ და არ დასცინოთ, შეეცადეთ პრობლემის არსის გაგებას და შესთავაზეთ სიტუაციიდან გამოსავლის ერთად მოძებნა.

არ მისცეთ მოზარდს რჩევები, თუ თავად არ გთხოვთ. ბავშვები გარდატეხის ასაკში მშობლებს ყურს არ უგდებენ. ამიტომ მზა გადაწყვეტილებები, რომლებსაც მას სიტუაციიდან გამოსასვლელად შესთავაზებთ, სარგებელს არ მოიტანს. უკეთესია საუბრის დროს ბავშვს ჰკითხოთ: რას ფიქრობს ამ სიტუაციაზე, სიტუაციიდან გამოსვლის რა გზებს ხედავს და ა.შ. დაე, თავად მოძებნოს სწორი გადაწყვეტილება.



აუცილებლად აჩვენეთ, რომ მის მხარეს ხართ, რომ თქვენ ის გიყვართ და მას ცუდ ადამიანად არ თვლით, მაშინაც კი თუ მის ზოგიერთ ქმედებას არ ეთანხმებით. ბავშვი მარტივად საუბრობს, თუ მას ყურადღებით უსმენენ და უთანაგრძნობენ. 

თუ ბავშვი გატყუებთ იმის გამო, რომ უსიამოვნება აირიდოს თავიდან ან იმიტომ რომ მას რაიმე პრობლება აქვს, ჩაეძიეთ, რომ მომხდარში გაერკვეთ. უკეთესია პირდაპირ ჰკითხოთ: „შენ თქვი, რომ არ იცი სად არის ჩემი ტელეფონი, მე კი ის შენს ოთახში ვიპოვე. შეგიძლია ამიხსნა ასე რატომ მითხარი?“ ან როდესაც მომხდარს აზვიადებს: „მომეწონა შენი ამბავი, მაგრამ შემდეგ რაღაც არარეალურის მოყოლა დაიწყე. რისთვის აზვიადებ ასე?

მთავარია, რომ ყველაფერი ეს არ ჟღერდეს ბრალდების ტონით, არამედ როგორც გულწრფელი ინტერესი. შესაძლოა პასუხი ვერ მიიღოთ, ან მოზარდმა უბრალოდ მხრები აიჩეჩოს. მაგრამ მას ლექციებისა და ნოტაციებს გარეშე მიახვედრებთ, რომ თქვენთვის ცნობილია მისი ტყუილი და სიცრუე მას სასურველის მიღების შესაძლებლობას არ მისცემს

იმისთვის რომ ბავშვმა მოტყუება შეწყვიტოს, ის უნდა მიხვდეს, რომ მას აქვს სიტუაციიდან გამოსვლის სხვა ვარიანტები და ასევე თქვენი მხარდაჭერა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებში დაგეგმილი ცვლილებები საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს - დეტალები

ძირითადი მასწავლებლი 2 წელში ერთხელ უნდა შეფასდეს - ოფიციალური დოკუმენტი

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვებს შთამბეჭდავ აქტივობებს სთავაზობს და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს

ყურადღება გამახვილდა კომპოზიციაზე, თბილ და ცივ ფერებზე, ასევე მოცულობის გადმოცემაზე

საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება