სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108-ე საჯარო სკოლაში სამი სპეციალური მასწავლებელი გადამზადდა
29-05-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალურ მასწავლებელთათვის“ 13 მაისს დაიწყო და 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, შერჩეული 30 სპეციალური მასწავლებლიდან, თბილისის N108-ე სკოლაში 3 სპეციალური მასწავლებელი გადამზადდა, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ რეგიონებს: სამეგრელო (2 მასწავლებელი), სვანეთი (1 მასწავლებელი).

სტუმრებს სუპერვიზიას უწევდა N108-ე  სკოლის სპეციალური მასწავლებელი - სოფიკო ცირგაია, რომელთან ერთადაც, პირველ დღეს განიხილეს შემდეგი თემები:

- ინკლუზიური განათლების ფილოსოფია;
- ტერმინოლოგია ;
- სწავლების მოდელები;
- გარემოს ადაპტირება ;
- სსსმ მოსწავლის შეფასების პროცედურები ;
- სპეციალური მასწავლების სტანდარტი : ფუნქცია - მოვალეობანი;
- სსსმ მოსწავლის პორტფოლიო და მასში შემავალი დოკუმენტაცია;
- ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა.

მეორე დღეს :
- რესურს ოთახის მნიშვნელობა, ფუნქცია და მისი გამოყენება;
- სსსმ მოსწავლის პორტფოლიო და მასში შემავალი დოკუმენტაცია;
- ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა;
- ინტერვიუების ტექნიკები;
- პედაგოგიური შეფასება და მისი კომპონენტები.
გაეცნენ რთული ქცევის მართვის გეგმას, შეისწავლეს როგორ ხდება ფონური და სამიზნე დაკვირვება, როგორ იზომება სიხშირე და ხანგრძლივობა და შეისწავლეს, როგორ უნდა ასახონ შესაბამის დოკუმენტში;
გაეცნენ კონკრეტული მოსწავლის პორტფოლიოს და მასში შემავალ დოკუმენტაციას;

მესამე დღეს:
მონაწილეები გაეცნენ განათლების ეროვნულ მიზნებს;
გაიაზრეს ეროვნული სასწავლო გეგმის არსი და მიზანი; იმსჯელეს, რაში გვეხმარება მისი გამოყენება;
შეისწავლეს გუნდური მუშაობის და ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები;
ინფორმირდნენ და შეისწავლეს ადაპტაციის სახეები: აკომოდაცია,მოდიფიკაცია, ალტერნატიული სასწავლო გეგმა; შეისწავლეს როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი და მოკლევიადიანი მიზანები; როგორ უნდა განისაზღვროს აქტივობა.

მეოთხე დღეს:
მონაწილეებმა სუპერვიზორის დახმარებით შეადგინეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. 
შეისწავლეს ადაპტირებული გაკვეთილის გეგმის წერის პრინციპები. დააკვირდნენ საგაკვეთილო პროცესს და შემდეგ განიხილეს გაკვეთილის ფაზები, აქტივობები; მასწავლებლის როლი; სსსმ მოსწავლის ინტეგრირება.]

მეხუთე დღეს:
მონაწილეებმა იხილეს როგორ უნდა წარიმართოს მუშაობა, რესურს ოთახში, სსსმ მოსწავლესთან, მულტიმოდალური მეთოდით;
გაეცნენ სსსმ მოსწავლის ინტერვენციის გეგმას;
ისაუბრეს ნოზოლოგიების შესახებ და უკუკავშირის მეშვეობით შეაჯამეს განვლილი 5 დღე. აღნიშნეს, თუ რას დაგეგმავენ და განახორციელებენ სკოლებში დაბრუნებისთანავე, მიღებული ცოდნისა და უანრ-ჩვევების გაზიარების შედეგად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება