სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ სასკოლო ასაკს გავახანგრძლივებთ, 20 ათასამდე ბავშვის დამატება მოგვიწევს პირველ კლასში“- მარიამ ჯაში
01-04-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა განიხილა 402 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით.  პეტიციაზე ხელმომწერნი ითხოვენ, სკოლაში შესვლა დასაშვები გახდეს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი ან მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის დამტკიცება პირველკლასელთა რაოდენობას დაახლოებით 20 ათასამდე ბავშვით გაზრდის, რისთვისაც განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო დიდი ალბათობით, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც არ არის მზად.

ჯაშის მოსაზრებით, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანია პეტიციით წარმოდგენილი მოთხოვნის თაობაზე განათლების სამინისტროს მოსაზრება, უმჯობესია საკომიტეტო განხილვამდე დოკუმენტი სამინისტროს გადაეგზავნოს.

„ვფიქრობ, ისეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პირველ კლასში ბავშვის შეყვანის ასაკთან დაკავშირებით იყო მიღებული თავის დროზე აუცილებელი არ იყო. მოძიებული მაქვს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც იძლევა დამატებითი მოქნილობის საშუალებას. თუმცა, დღეს ჩვენ აღნიშნული ცვლილებების მისაღებად მზადაც რომ ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ 2 საკითხი:

პირველი - ქვეყნებში, რომლებშიც ხდება სავალდებულო ასაკის გვერდის ავლით, ანუ საგამონაკლისო წესის გათვალისწინება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტები. ბავშვის მზაობას აფასებს საბავშვო ბაღი ან მუნიციპალური რესურსცენტრი ან თავად სკოლა, რათა ეს არ იყოს მხოლოდ მშობლის გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული.

მეორე არის ჩვენი ინფრასტრუქტურის მზაობა. ჩვენ დღეს მზადაც, რომ ვიყოთ ასაკის ცვლილებისთვის განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურული რესურსი შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. თუ ჩვენ 31 დეკემბრის ჩათვლით გავახანგრძლივებთ სასკოლო ასაკს, დაახლოებით, 15-დან 20 ათასამდე ბავშვის დამატება მოგვიწევს პირველ კლასში, რაც შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს.

შესაბამისად, გთავაზობთ, აღნიშნული პეტიცია მოსაზრებისთვის გადავუგზავნოთ სამინისტროს და მათგან მიღებული დასკვნის, ან რეკომენდაციის საფუძველზე გავაგრძელოთ აღნიშნულ პეტიციაზე მუშაობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება