სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
01-04-2019
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. 

როგორც სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, სიტყვა ლიბერალური ნიშნავს თავისუფლებას, რაც კანონში ისედაც წერია.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ ლიბერალურს პირდაპირ ვთარგმნით ლათინურიდან, ის თავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება ისედაც წერია, წერია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, თუმცა სამწუხაროდ, უკვე დღეს ლიბერალიზმი ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება. მან მიიღო უამრავი განშტოება – ნეო ლიბერალიზმი; კონსერვატორული, სოციალური, კლასიკური ლიბერალიზმი. ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება, ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“ უკონტროლობის ხასიათი მიიღო. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“, – განაცხადა ქანთარიამ.

დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია – „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

კანონპროექტით კი, მე-3 მუხლი იცვლება. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება