სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018 წელს საქართველოში 20 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა
31-03-2019
-
+


2018 წლის მდგომარეობით საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – "აფბა“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება. მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ბოლო 6 წელს შეეხებოდა (2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით), დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდება. თუ 2013 წელს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 21 704 იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 53 932 სტუდენტს შეადგენს. მათი რაოდენობა ორჯერ და მეტად გაზრდილია.


ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ასევე საგრძნობი მატებაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მატება 8751 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეადგენს.


მონიტორინგის შედეგად დადგინდა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ - 2018 წელს 53 932 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან ფინანსური დავალიანების გამო 20 935 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი; საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო 183 სტუდენტს; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 240 სტუდენტს; ავადმყოფობის გამო 155 სტუდენტს, ხოლო 32419 სტუდენტს სტატუსი სხვა მიზეზების გამო აქვს შეჩერებული.


2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ფინანსური დავალიანების შედეგად სტატუსის შეჩერების შემთხვევა 3786 ერთეულით გაზრდილია. 2017 წელს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი 17 149 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული.


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევები, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან სტატუსის შეჩერების პროცესში სტუდენტები კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ და სტატუსის შეჩერების მიზეზად უთითებენ კრიტერიუმს „სხვა მიზეზი“, რაც საბოლოო ჯამში უფრო რეალური სურათის დანახვას ართულებს იმის თაობაზე, თუ რამდენი სტუდენტი იჩერებს სტატუსს უსახსრობის გამო.


„აფბა“ რეკომენდაციების სახით საქათველოს მთავრობას, პარლამენტს და უნივერსიტეტებს მიმართავს:

  • ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის გადახდის მოქნილი გრაფიკის შეთავაზება;
  • ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დაწესებული ჯარიმების გადახედვა;
  • სტუდენტებისათვის, დასაქმების შემთხვევაში შეღავათიანი დაბეგვრის სისტემის შეთავაზება;
  • უნივერსიტეტის ბაზაზე, ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დასაქმების შეთავაზება, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება;
  • ონლაინ სახელმძღვანელოების ბაზის გაზრდა, რომ სტუდენტთათვის ფინანსური ტვირთი შემცირდეს.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება