| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობას ეხება.
ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებად აღიარებულია ისეთი მიმართულებები, რომლებიც გამოირჩევა სტუდენტების მაღალი რიცხოვნობით, ხოლო ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევაა და სტუდენტების დაბალი რიცხოვნობით გამოირჩევა, არ მიიჩნევა პრიორიტეტად, რაც არ არის თავსებადი პროგრამის მიზნებთან.
„პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უნივერსიტეტები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის ტენდენციებს, რაც ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს. კერძოდ, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულია პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა 41%, მათგან საკუთარი პროფესიით − მხოლოდ ნახევარი.
უნივერსიტეტებს შორის მისაღები სტუდენტების ლიმიტებს სამინისტრო არაოპტიმალურად ანაწილებს. შედეგად, გვხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეულ დარგებზე კონკრეტულ უნივერსიტეტებში ფიქსირდება აბიტურიენტების დაბალი აქტივობა, ხოლო იმავე დარგზე დანარჩენ უნივერსიტეტებში − ადგილების სრული ათვისება. აღნიშნული გარემოება დაფინანსების არსებული წესის პირობებში იწვევს სახსრების არაპროდუქტიულ ხარჯვას.
პრიორიტეტული პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოკითხვა. გამოიკითხა 350 პირი, ხოლო დასაქმების შეფასების პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის ივლისი. შედეგად ჩანს, რომ გამოკითხული დასაქმებული პირებიდან საკუთარი პროფესიით მუშაობდა მხოლოდ 49%, ხოლო დანარჩენი 51%, ძირითადად, ისეთ პოზიციებზე იყო, რაც მოითხოვდა იმაზე დაბალ კვალიფიკაციას, რაც მათ მიღებული ჰქონდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები:
იხილეთ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მთლიან ერთობლიობაში:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს