სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში სტუდენტები სწავლას შედარებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ანაზღაურებად სამსახურს
25-03-2019
-
+


საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები პირად სწავლას (მეცადინეობა სახლში, ბიბლიოთეკაში და სხვ) უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ლიეტუვას, ლატვიის, ჩეხეთის, თურქეთის და სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტები. 

აღნიშნულის შესახებ კომპანია „აიფიემი“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ) სწავლის პერიოდში, სტუდენტის მიერ სწავლაზე დახარჯული დრო ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ამ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ როგორ ანაწილებენ ქართველი სტუდენტები დროს სწავლასა და მუშაობაზე.

კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები სწავლებაშიც (სალექციო დრო, უნივერსიტეტში სასწავლო აქტივობებში გატარებული დრო და სხვ.) და პირად სწავლაშიც (მეცადინეობა სახლში, ბიბლიოთეკაში და სხვ.) მნიშვნელოვან დროს ხარჯავენ. კვირის განმავლობაში, სტუდენტები ლექციების მოსმენას და სწავლების სხვა აქტივობებს 19,6 საათს, ხოლო პირად სწავლას 17,7 საათს უთმობენ. საქართველოში უსდ-ების სტუდენტების მიერ პირად სწავლაზე დახარჯული დრო ჩამორჩება ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა მალტა, ისლანდია, იტალია და ავსტრია, თუმცა აღემატება ბევრი ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს - მათ შორისაა, ლიეტუვა, ჩეხეთი, თურქეთი და სხვ.

დასაქმებული სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია სწავლასა და მუშაობაზე დახარჯული დროის დაბალანსება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაგისტრატურის საფეხურზე. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს უსდ-ების სტუდენტები სწავლას შედარებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ანაზღაურებად სამსახურს. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალტა, გერმანია, იტალია, პორტუგალია და სხვ., სტუდენტები გაცილებით დიდ დროს ხარჯავენ სწავლაზე, ვიდრე მუშაობაზე, ხოლო ლატვიაში, თურქეთში და რუმინეთში პირიქით, მაგისტრატურის სტუდენტები სამსახურს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სწავლას“,-ნათქვამია „აიფიემი“-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სტატისტიკა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება