სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებს საბაზისო დაფინანსება გაეზრდება
01-04-2019
-
+


„სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა - ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს“ -  განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის აზრით, სკოლების მართვის მოდელი უნდა იყოს დიფერენცირებული, რომელიც ძირითადად ორ კომპონენტში განსხვავდება მოსწავლეთა კონტიგენტის და სკოლების განვითარების გეგმის შესაბამისად. მაგალითად, გაძლიერებული მიმართულების სახელოვნებო, მეცნიერების, ტექნოლოგიების თუ სწავლების განსხვავებული ინოვაციური მეთოდიკის. 

„თუმცა, ამ მიმართულებით გრძელდება კონსულტაციები სასკოლო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. დღეისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი წლიური ვაუჩერის საშუალო ოდენობა განისაზღვრება 960 ლარით. ვაუჩერი შედგება საბაზო დაფინანსებისგან, რომელიც სტანდარტულად მოსწავლეზე 300 ლარია და შესაბამისი კოეფიციენტებისგან (მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, სკოლის სწავლების ენა, სსსმ საჭიროება და მდებარეობა, კომუნალური ხარჯები და სხვა) სკოლა ასევე დამატებით იღებს მასწავლებლის სტატუსის დანამატს.  სამინისტროს ხედვით, სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექანიზმი. 

შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტების საფუძველზე: 1. საბაზო ვაუჩერული დაფინანსება;  2. სკოლის განვითარების ფონდი. განათლების გაზრდილი ყოველწლიური ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს სკოლების დაფინანსების ორივე კომპონენტის ზრდას როგორც საბაზისო, ისე განვითარების ფონდის ნაწილში. ეს პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ხელფასების ზრდას მათი სტატუსის და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.  

ასევე, მუშავდება სპეციალიზირებული პროგრამები სკოლის განვითარებისთვის. კერძოდ იმისათვის, რომ სკოლებმა მოახდინონ საჭიროების დადგენა თვითშეფასებაზე დაფუძნებით, ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს. მაგალითად „სასკოლო ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მუშავდება ელექტრონული პორტალი, სადაც სკოლები შეძლებენ პროექტების ინიცირებას“, - განაცხადა მინისტრმა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება