სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგებმა დანამატის სახით შესაძლოა ხელფასის 100% მიიღონ
18-03-2019
-
+


პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ხელფასის დანამატის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

კერძოდ კი როგორც ემზარ კვიციანმა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების მასწავლებლებს დანამატი 50%-ის ნაცვლად 100%-მდე უნდა გაიზარდოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგების საშუალო ხელფასი 550 ლარს წარმოადგენს, რომელზეც დღეის მდგომარეობით, დანამატის სახით იღებენ 50%-ს ანუ მასწავლებელი საშუალოდ 275-ლარიან დანამატს იღებს. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, დანამატი ხელფასის 100%-ით ანუ თვეში საშუალოდ 550-ლარით განისაზღვრება. 

კანონპროექტის განხილვის პროცესში, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ მასწავლებლის დანამატის გაზრდა გამოსავალი არ არის, ვინაიდან პედაგოგებს არ აქვთ სრული დატვირთვა შესაბამისი საათების არარსებობის გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ სამინისტროში ფიქრობენ, რომ გადამზადდნენ მასწავლებლები, რომლებიც არა ერთ, არამედ რამდენიმე საგნის სწავლებას შეძლებენ. ამასთან, გამოითქვა ინიციატივა, რომ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს, გაეზარდოთ საათობრივი ანაზღაურება.

„განათლების სამინისტროში გაჩნდა უკვე აზრი, და ამას შესაბამისი ქმედებაც მოჰყვება, რომ შესაძლებელი იყოს, მთაში წასულ მასწავლებელს რამდენიმე საგნის სწავლების საშუალება ჰქონდეს. ანუ იქნება მასწავლებელი, რომელიც ასწავლის არა ერთ საგანს, არამედ ორ-სამ საგანს. ვთქვათ, გეოგრაფიას, ისტორიას და ქართულს, ან მათემატიკას, ფიზიკას და ბიოლოგიას. ასეთი მიმართულება არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოშია. ასევე შეიძლება განვსაზღვროთ, რომ თუ მასწავლებელს ერთი საგაკვეთილო საათის ჩატარებისთვის ბარში აქვს 20 ლარი, მთაში ეს იყოს 30 ლარი“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება