სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მარიამ ჯაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
18-03-2019
-
+


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ საზეიმო კვირეულის ფარგლებში, რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის უშუალო ხელმძღვანელობით, დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლისა და ორი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული პარლამენტარიზმის იდეას საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულ-ტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991 - 1992) აკაკი ასათიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და სსუ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ზურაბ პაპასქირი.

მარიამ ჯაშმა კონფერენციაზე საქართველოს აკადემიური საზოგადოებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე.

„მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველომ შეძლო ჩამოეყალიბებინა პროგრესული, დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული პირველი რესპუბლიკა. 
საყოველთაო არჩევნების შედეგად არჩეული დამფუძნებელი კრება არის ნამდვილად უდიდესი მონაპოვარი და პარლამენტარიზმის საამაყო ტრადიციის შემქმნელი. ეს არის პერიოდი, როდესაც ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ხოლო საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებას 5 ქალი წევრი ჰყავდა“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარებ ასევე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე:

„ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს იმ მოვლენებს რომელიც უკავშირდება თქვენს უნივერსიტეტს და ვფიქრობ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნამდვილად უჭირავს განსაკუთრებული ადგილი.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უმნიშვნელოვანესი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩართვის გამო და წარმატებული მუშაობა გისურვოთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება