სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოსწავლე, რომელიც CAT-ის გამოცდებში ჩაიჭრა, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლია, ატესტატს მიიღებს“
02-02-2019
-
+


„ყველა მოსწავლე, რომელიც კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე (CAT)​ ჩაიჭრა, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლია, უფლებამოსილია, ატესტატი მიიღოს“.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა და დასძინა, რომ პროცედურების შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

„ასევე, ის მოსწავლეები, რომლებიც CAT-ის გამოცდებზე რაღაც მიზეზის გამო არ გავიდნენ, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა დაძლიეს, უფლებამოსილი არიან, ატესტატი მიიღონ. როგორ მიიღებენ, რა პროცედურები იქნება და ამისთვის სად უნდა მივიდნენ, ამაზე განათლების სამინისტრო ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მოსწავლეებზე, რომლებმაც შარშან საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, სავარაუდოდ სკოლის დონეზე იმსჯელებენ.

„ყველა ასეთი კითხვისთვის პასუხი სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება. იმ ბავშვებმა, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, ამ საკითხის განხილვა სავარაუდოდ, სკოლის დონეზე მოხდება. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე გაუქმდება. რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება 2020 წელს იგეგმებოდა, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კი წელსვე მოიხსნებოდა.  აღნიშნულმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია და პროტესტი გამოიწვია. 

ასევე იხილეთ: მარიამ ჯაში საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართავს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება