მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დროულად განსაზღვროს, რა მიდგომა განხორციელდება მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საატესტატო გამოცდა.
მარიამ ჯაშის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დრო დაუთმონ უშუალოდ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროცესს.
„სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დროულად განსაზღვროს, რა მიდგომა განხორციელდება მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საატესტატო გამოცდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გუშინდელი კონსულტაციის შემდეგ სამინისტრო ასევე მაქსიმალურად პოზიტიურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარგარეთიდან პირველი კურსის მეორე სემესტრში საქართველოში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულებას ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სტუდენტების ინტერესები და შეჯერებული, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღწეული. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს და აბიტურიენტებს. ისინი ამ დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან. ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დრო დაუთმონ უშუალოდ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროცესს“,-აღნიშნა ჯაშმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მოსწავლეებზე, რომლებმაც შარშან საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, სავარაუდოდ სკოლის დონეზე იმსჯელებენ.
„ყველა ასეთი კითხვისთვის პასუხი სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება. იმ ბავშვებმა, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, ამ საკითხის განხილვა სავარაუდოდ, სკოლის დონეზე მოხდება. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე გაუქმდება. რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება 2020 წელს იგეგმებოდა, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კი წელსვე მოიხსნებოდა. აღნიშნულმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია და პროტესტი გამოიწვია.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს