| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდა პედაგოგი მარიამ ხოხიაშვილი, რომელიც ახლახან შეუერთდა ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელთა გუნდს.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ემოციური განწყობით წარმოადგინეს დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება. კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ილიას უკვდავი სიტყვა, მისი ეროვნული იდეალები და ფასდაუდებელი მემკვიდრეობა. ღონისძიების მონაწილეებმა წარმოაჩინეს მწერლის უდიდესი ღვაწლი ქართული ენის, განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარებაში.
„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა. შეხვედრა იყო არა მხოლოდ წარსულის გახსენება, არამედ დაფიქრება იმ ღირებულებებზე, რომლებიც დროს არასოდეს ემორჩილება. სამშობლოს სიყვარული, განათლებისადმი სწრაფვა, თავისუფლების იდეა და ადამიანობა ის მარადიული ფასეულობებია, რომელთაც ილია ჭავჭავაძემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა“- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ეროვნული ცნობიერების გაღრმავებას და დიდი წინაპრების მემკვიდრეობის პატივისცემას.
ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ორგანიზატორსა და მოსწავლეებს საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრისთვის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პედაგოგის წარმატებულ დებიუტზე, მიულოცა პირველი ღონისძიება და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას