| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მოტივაციასა და აკადემიურ წარმატებაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ოქროსმედალოსანი ახალგაზრდები - ქეთი შარვაშიძე, მარიამ კევხიშვილი და ანა ქიზიყელაშვილი 2025-2026 სასწავლო წლის მიწურულს საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
დაჯილდოების ღონისძიებაში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი 464 მოსწავლე მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს, უკვე მეხუთედ გაიმართა. წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს აკადემიურ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და მათი შრომის დაფასებას ულოცავენ.
„ვანთის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს ოქროს მედლის მოპოვებას! ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია. თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი სკოლის დიდი სიამაყეა. გისურვებთ წარმატებულ მომავალს, ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ყველა დასახული მიზნის განხორციელებას. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ღირსეულად გააგრძელებთ წარმატების გზას. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! თქვენ ჩვენი სკოლის სიამაყე ხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას