სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამორჩეული შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 
05-08-2026
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებმა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

მაღალი აკადემიური მიღწევები, მათ შორის მაქსიმალური ქულები და გამორჩეული საერთო მაჩვენებელი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში სწავლების მაღალ ხარისხსა და პედაგოგთა პროფესიონალიზმს.

„2026 წლის ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდა - კიდევ ერთი საამაყო წელი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისთვის!

2026 წლის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობა, შრომა და ხარისხიანი განათლება მაღალ აკადემიურ შედეგებს განაპირობებს.

 ინგლისური ენის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 75 აბიტურიენტიდან 92%-მა 65–70 ქულის დიაპაზონში მიიღო შეფასება.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 22-მა მოსწავლემ 68–70 ქულა მოიპოვა, მათ შორის:

 70 ქულა (მაქსიმალური შედეგი) - 5 მოსწავლე

 69 ქულა - 8 მოსწავლე

 68 ქულა - 9 მოსწავლე

აღსანიშნავია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულებიდან 15-მა ჯერ კიდევ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მოიპოვა ჩარიცხვა უცხოეთის უნივერსიტეტებში, ამიტომ ისინი ეროვნულ გამოცდებში არ მონაწილეობდნენ.

გულითადად ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს, მათ ოჯახებსა და ჩვენს პედაგოგებს. თითოეული მაღალი ქულა არის ცოდნის, შრომის, პასუხისმგებლობისა და იმ საგანმანათლებლო გარემოს შედეგი, რომელსაც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა წლების განმავლობაში ქმნის.

გვეამაყება, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ გზას როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

 70 ქულის მფლობელები:

• მარიამ ჯალაღონია;

• ანასტასია ჭანტურია;

• სესილი წიქრიძე;

• ლუკა დოღონაძე;

• მარიამ ქეშელაშვილი“,- აღნიშნავენ სკოლაში და საბოლოო ჩარიცხვებს აბიტურიენტებთან ერთად სულმოუთქმელად ელოდებიან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება