სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ ახდენს კვება გავლენას არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ სწავლის ხარისხზე?
08-08-2026
-
+


რა საკვები უნდა მივცეთ ბავშვს, რომ მეხსიერება და კონცენტრაცია გაუუმჯობესდეს

ზოგიერთი საკვები ნივთიერება ტვინის მუშაობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. რთული ნახშირწყლები, რომლებიც შვრიის ფაფაში, წიწიბურასა და მთლიანი მარცვლის პურში გვხვდება, გლუკოზას ნელ-ნელა გამოყოფს, ხოლო გლუკოზა ტვინისთვის ენერგიის მთავარი წყაროა. ამის წყალობით ორგანიზმი ენერგიის სტაბილურ დონეს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს. მეხსიერებისა და ყურადღების რეგულირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ნეირომედიატორები - დოფამინი და სეროტონინი - ასრულებენ. მათი სინთეზისთვის აუცილებელია ამინომჟავები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებით მდიდარი საკვები: თევზი, ქათმის ხორცი, კვერცხი და პარკოსნები. ტვინის ნეიროპლასტიკურობაზე - ანუ უნარზე, მოერგოს ახალ გარემოსა და ამოცანებს - გავლენას ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ახდენს. მათი ბუნებრივი წყაროა სკუმბრია, ორაგული, ნიგოზი და სელის თესლი.

მოცვი, ბანანი და ციტრუსები კი ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით არის მდიდარი, რომლებიც ინტენსიური გონებრივი დატვირთვის დროს ტვინის უჯრედებს იცავს.

ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს კვერცხიც, რადგან ის ქოლინის მნიშვნელოვანი წყაროა. ქოლინი მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, კვერცხი შეიცავს A და D ვიტამინებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და აღდგენას უწყობს ხელს.

ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები გვირჩევენ, დილით შემწვარი კვერცხი მივირთვათ.კვერცხი ქოლინითა და B ჯგუფის ვიტამინით მდიდარი კვერცხი, კვლევების თანახმად, აუმჯობესებს მეხსიერებას. 

ჯანსაღი კვების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მწვანე ბოსტნეულია. ისპანახი, ბროკოლი და კომბოსტო მდიდარია ფოლიუმის მჟავით, K ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

გოგრის თესლი კი შეიცავს მაგნიუმს, თუთიასა და რკინას, რომლებიც კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს და სტრესის დონეს ამცირებს.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ საუზმის ხარისხს შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებასა და სასწავლო მოტივაციაზე. დადასტურდა, მოსწავლეები, რომელთა საუზმე არაჯანსაღი საკვებისგან შედგებოდა, გაკვეთილებისა და ტესტების გამო უფორ მეტად შფოთავდნენ, არ იყვნენ დარწმუნებულნი საკუთარ შესაძლებლობებსა და ქმედებებში, მათი სასწავლო მოტივაცია, ძირითადად, დაკავშირებული იყო სურვილთან, არ გამოჩენილიყვნენ სულელურად.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სკოლის მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე მოქმედი არაერთი რთული ფაქტორიდან, საუზმის ხარისხი არის ის, რისი გაუმჯობესებაც მარტივად შეიძლება. ეს შეიძლება გაკეთდეს მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინფორმირებით, თუ როგორ მოქმედებს კვება ფსიქოლოგიურ და კოგნიტურ კეთილდღეობაზე. ასევე სასარგებლო იქნებოდა უფასო საუზმის პირდაპირ სკოლაში უზრუნველყოფა. მეცნიერები საზოგადოებას ურჩევენ, პირველ რიგში, სწორედ ეს გააკეთონ. 

ასევე დაგაინტერესებთ: რისი გაყიდვა იკრძალება სკოლის სასადილოებში და როგორია სასკოლო კვების სტანდარტი? - მსოფლიო პრაქტიკა

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება