სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ჯეო სქაი“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის დანერგვას იწყებს
20-07-2026
-
+


სკოლა „ჯეო სქაი“ XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (International Baccalaureate – IB) სადიპლომო პროგრამის დანერგვას იწყებს.

როგორც სკოლაში აცხადებენ, გადაწყვეტილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების გაძლიერებასა და მოსწავლეებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

IB სადიპლომო პროგრამა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურიკულუმად მიიჩნევა და მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის მიერ არის აღიარებული. პროგრამის დასრულება კურსდამთავრებულებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების დამატებით შესაძლებლობებსა და უპირატესობებს აძლევს.

„ოქსფორდი, კემბრიჯი თუ ჰარვარდი?

სკოლა „Geo Sky“, თავისი საგანმანათლებლო მისიის ფარგლებში, იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მიღებულია სტრატეგიული გადაწყვეტილება XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის დანერგვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ ერთეულ, წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ მინიჭებული უფლება, შესთავაზონ მოსწავლეებს აღნიშნული უმაღლესი კურიკულუმი.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს უცვლელ ერთგულებას საერთაშორისო სტანდარტებისადმი.

IB (International Baccalaureate) დიპლომი წარმოადგენს გლობალური განათლების „ოქროს სტანდარტს“. იგი ოფიციალურად არის აკრედიტებული და პრიორიტეტული მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტების (მათ შორის Ivy League-ისა და Oxbridge-ის ჯგუფის) მიმღები კომისიების მიერ.

პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა გამარტივებულ მიღებასა და აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მათ უალტერნატივო კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

პროცესის მართვას სათავეში უდგას ლინდა ციცქიშვილი - IB განათლების მიმართულებით 15-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექსპერტი. ქალბატონი ლინდა გახლავთ ოფიციალური საერთაშორისო ვორქშოფ ლიდერი (Workshop Leader) და სკოლების ავტორიზაციის ვიზიტორი (School Visitor). მისი მაღალი კომპეტენცია და გლობალური ხედვა გარანტიაა იმისა, რომ პროგრამა უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

შესაძლებლობა მიმდინარე სასწავლო წლის IX კლასის მოსწავლეებისთვის

„Geo Sky“ იწვევს იმ მე-9 კლასელებს, რომელთაც აქვთ ამბიცია, მიიღონ ფუნდამენტური საერთაშორისო განათლება, განივითარონ მაღალი დონის კრიტიკული, ანალიტიკური და კვლევითი უნარები და საფუძველი ჩაუყარონ გლობალურ აკადემიურ და სამოქალაქო წარმატებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრის დასაგეგმად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სკოლის ადმინისტრაციას.

511 114 435

კრწანისის ქუჩა, ჩიხი I N23“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ განცხადებაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება