| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებას სიხარულთან ერთად ყოველთვის ახლავს სევდაც.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც სასიამოვნო და თბილ ვითარებაში წარიმართა
კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს სკოლის დირექტორმა - მარიამ გრძელიშვილმა, დამრიგებელმა - ირინე კაპანაძემ და სხვა მასწავლებლებმა.
მოსწავლეებმა კი კურსდამთავრებულებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები. წარმოადგინეს იუმორისტული სკეტჩები.
დღის ბოლოს მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა.
„საღამომ სასიხარულო და ცოტა სევდიანი განწყობა დატოვა სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდებს დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ემშვიდობებიან - „ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ ყველა კურსდამთავრებულს ერთიან და წარმატებულ საქართველოში!“
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“
ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას