ღონისძიება სახელწოდებით - „გენიოსი ოსტატი“, მრავალფეროვანი და ემოციური ნომრებით გამოირჩეოდა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პოეტის შემოქმედების სიღრმე.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს პოეტის ლექსები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეთა მიერ გათამაშებულმა ნაწარმოებებმა - „დედა“ და „დედის გული“. მოსწავლეებმა ნაწარმოების გმირები ოსტატურად გააცოცხლეს და ავტორის სათქმელი საინტერესოდ გადმოსცეს.
ღონისძიების დასასრულს შესრულდა აკაკი წერეთელის „ნათელას სიმღერა“.




















































