| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პატრიოტულ მოტივებზე ზრდიან - მოსწავლეებს ისტორიის პატივისცემასა და ენის სიყვარულს ასწავლიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა 14 აპრილი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა
მაკა მასწავლებლისა და შორენა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიეძღვნა ქართული ენის სიმტკიცეს, მის ისტორიასა და იმ დიდებულ მემკვიდრეობას, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენის“ სახით დაგვიტოვა.
სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ ენას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ლექსებით, ცეკვით, სიმღერით.
„ეს დღე კიდევ ერთი შეხსენება იყო იმისა, რომ ქართული ენა ჩვენი საგანძურია, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის ღირსეულად გადაცემა სჭირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში სიახლეს მიესალმებიან
ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა