| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ,რომელიც 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა.
ისტორის პედაგოგებმა ლიანა რუსიამ და ნარი კუნჭულიამ ისაუბრეს იმ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე, საზოგადოების განწყობასა და ქართველის ხალხის გმირულ თავდადებაზე, მის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიისთვის
„ფოტოები, რომლებიც ისტორიას გვიყვებიან, ადამიანები , რომლებმაც სისხლის, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაწერეს ქვეყნის ისტორია, დაუვიწყარნი არიან“, - ამ განწყობით შეიქმნა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოსტენდი, მოეწეყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და ნახეს ამ დღეების ამსახველი დოკუმენტური მასალა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა