| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, რადგან ის სიმბოლოა ქართველი ხალხის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობისათვის
ბრძოლის. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება, ის ჩვენი კულტურული კოდი და გადარჩენის გარანტიაა.
ამ დღის აღსანიშნავად კაცხის საჯარო სკოლაში მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიებები.
პირველი -მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო პრეზენტაცია თემაზე - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ , ასევე ვიქტორინა და კალიგრაფიის კონკურსი.
მე-6 კლასელებმა დაამზადეს ბუკლეტები და ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიწმინდის დაცვას და მის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა