| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი წარმატებული, ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს.
სასკოლო საზოგადოება ისტორიულ თარიღებს ყოველთვის ეხმიანება. ამჯერად, მოსწავლეებმა 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ძალების მიერ მოკლული 21 მშვიდობიანი, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი გმირი გაიხსენეს.
სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს თავისუფლების ფასსა და ეროვნული თვითშეგნების მნიშვნელობაზე. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტი სხვადასხვა თემატური ღონისძიებით კვლავ გაგრძელდება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა