| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, მარინა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ნამდვილი საგანმანათლებლო დღესასწაული მოეწყო.
ჩატარდა შემაჯამებელი პროექტ-გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ჩვენი ქვეყნის სულიერი და მატერიალური სიმდიდრე. „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი...“ - აღფრთოვანდნენ მოსწავლეები და იმოგზაურეს ჩვენს ფესვებთან.
როგორც სკოლაში გვეუბნბებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღვივება და ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
საგაკვეთილო პროცესი დაეყრდნო ჯგუფური მუშაობისა და კვლევის მეთოდოლოგიას.
„პროექტმა თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია თეორიულ ცოდნას გარდაისახოს ემოციურ გამოცდილებად. მოსწავლეებმა არა მხოლოდ შეისწავლეს ფაქტები, არამედ გულით იგრძნეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც წინაპრების დანატოვარი სიმდიდრის მოფრთხილება ჰქვია. ვამაყობთ ჩვენი პატარა მკვლევარებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი მომავალი საიმედო ხელშია“ ,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტი სხვადასხვა თემატური ღონისძიებით კვლავ გაგრძელდება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა