სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ყვარლის N2 სკოლის ეკოკლუბელებმა მე-4 კლასელებისთვის ლექცია ჩაატარეს 
08-04-2026
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - ამ ლოზუნგით ჩაატარეს ლექცია ყვარლის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა. ეკოკლუბის ხელმძღვანელი ბიოლოგიის პედაგოგი ირინა დათუკიშვილი გახლავთ, რომლიც აქტიურად ახორციელებს მრავალ თემატურ საინტერესო ღონისძიებას. 

მე-4ბ კლასში, (ხელ: მაია ოთიაშვილი), ხელოვნების მასწავლებელ მაია ბეჟანიშვილთან ერთად ეკოკლუბელებმა ბავშვებს გააცნეს ისტორია ამ დღის დაარსების შესახებ, მოუყვნენ ბავშვებს ფერადი წინდებისა და ხელთათმანების შესახებ.

ეკოკლუბელებმა აღნიშნეს, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერად და მათი უფლებების ადვოკატირება.

2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

მსოფლიო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების, ინკლუზიისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.

დაუნის სინდრომი, ცნობილი ასევე, როგორც ტრისომია 21, ყველაზე გავრცელებული გენეტიკური მდგომარეობაა. იგი განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით და უკავშირდება დამატებითი ქრომოსომის არსებობას 21-ე წყვილ ქრომოსომაში. სწორედ 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობის ხაზგასმა გახდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი.

ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. დაუნის სინდრომის რამდენიმე ფორმა არსებობს: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

მიმდინარე წლის დაუნის სინდრომის გლობალური კამპანიის თემაა - „გავაუმჯობესოთ მხარდამჭერი სისტემები“, რაც ფოკუსირებულია მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებაზე, რათა თითოეულ ადამიანს, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე პირებს, ჰქონდეს დამოუკიდებლად და სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა.

მსოფლიოს მასშტაბით, დაუნის სინდრომის სავარაუდო გავრცელება ყოველ 1 000 -1,100 ახალშობილზე 1 შემთხვევაა; ამ ქრომოსომური დარღვევით ყოველწლიურად 3 000- 5 000 ბავშვი იბადება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 430-მდე შემთხვევა, მათ შორის 304 15 წლამდე ასაკის ბავშვია. 2023 წელს ახალი შემთხვევების რაოდენობა 82-ია. დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისები სიცოცხლის ადრეული ეტაპიდან.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კამპანიაა - „ბევრი ფერადი წინდა“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობის და ცნობიერების ამაღლებას დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების, უფლებების და ინკლუზიის შესახებ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება