| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მომავალ თაობას საგნებთან ერთად ემპათიას, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ახლახან, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, განხორციელდა სოციალური მხარდაჭერის აქცია, რომლის ფარგლებში დახმარება გაეწია გამარჯვების მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობა დაემთხვა ხარების დღესასწაულს და აღდგომის მოახლოებას, რამაც ამ კეთილ საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.
„ოჯახების მხრიდან გამოხატული მადლიერება და სიხარული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას და საჭიროებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლე-ახალგაზრდობაში თანადგომისა და სოლიდარობის კულტურის განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა