სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის „მწვანე ინიციატივა“- ჟოლოს ბაღიდან სასკოლო კეთილდღეობამდე 
06-04-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში კიდევ ერთ ლამაზ, შინაარსიან და მომავალზე ორიენტირებულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი.

განხორციელდა პროექტი „მწვანე ინიციატივა“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა შრომა, პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ცნობიერება, გარემოზე ზრუნვა და სასკოლო კეთილდღეობაზე ფიქრი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ნათია სვიმონიშვილის ინიციატივით, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და დონორი ორგანიზაციის - „ჟოლოს ბაღი დედოფლისწყაროში“ დახმარებით, VIII-XI კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ჟოლოს ბაღი გააშენეს.

„ეს არ ყოფილა მხოლოდ ნერგების დარგვის დღე... ეს იყო დღე, როცა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს მომავლის იმედი.

ეს იყო დღე, როცა თითოეულმა ჩარგულმა ნერგმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ დიდი საქმეები სწორედ პატარა, მაგრამ გულით გაკეთებული ნაბიჯებით იწყება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტის მიზანია მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, შრომითი კულტურის, ბუნებისადმი მზრუნველობის, თანამშრომლობის, თვითმმართველობისა და პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარების განვითარება.

„ამ ინიციატივით მოსწავლეები არა მხოლოდ გარემოს მოვლას სწავლობენ, არამედ აცნობიერებენ, რომ საკუთარი შრომით თავადაც შეუძლიათ შექმნან სიკეთე, რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ისევ მათსავე განვითარებასა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს: მოსწავლეები პასუხისმგებელნი იქნებიან ნერგების მორწყვაზე, მოვლაზე, ნიადაგის დამუშავებასა და კულტივაციაზე, საბოლოოდ კი მოსავლის აღებასა და მის რეალიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება „სასკოლო ბაზრობის“ მოწყობაც, სადაც ჩვენი ეზოს ნობათი გაიყიდება.

ამ ყველაფრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება მოსწავლეების მიერ გამოკვეთილ საჭიროებებს.

ეს ნიშნავს, რომ ბავშვები საკუთარი შრომის ნამდვილ ღირებულებას პრაქტიკაში დაინახავენ, როგორ შეიძლება პატარა ნერგი გადაიქცეს დიდ შესაძლებლობად, ხოლო ერთი კეთილი იდეა საერთო სიკეთედ.

მოსწავლეებისთვის -ეს პროექტი არის პასუხისმგებლობის, შრომის სიყვარულის, დამოუკიდებლობის, გუნდური მუშაობის, ეკონომიკური აზროვნებისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაკვეთილი.

მასწავლებლებისთვის - ეს არის შესაძლებლობა, სწავლება კიდევ უფრო მეტად დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას და მოსწავლეებთან ერთად შექმნან გამოცდილება, რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.

სკოლისთვის -ეს არის უფრო გამწვანებული, კეთილმოწყობილი, ერთიანი და მზრუნველობით სავსე გარემო.

თემისთვის - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სკოლა არის სივრცე, სადაც იზრდება არა მხოლოდ ცოდნა, არამედ პასუხისმგებლობა, შრომის კულტურა, თანამონაწილეობა და საერთო სიკეთეზე ზრუნვის სურვილი.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ მოსწავლეებმა დაკისრებული პასუხისმგებლობა დიდი სიხარულით, მონდომებითა და სიამაყით იტვირთეს.

ამ მნიშვნელოვან საქმეში მათ გვერდით ედგნენ კლასის დამრიგებლები, სკოლის მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორი გულითად მადლობას უხდის

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ქალბატონ ნათიას ასეთი ღირებული, საჭირო და შედეგზე ორიენტირებული პროექტის ინიცირებისა და განხორციელებისთვის.

VIII-XI კლასების მოსწავლეებს ენთუზიაზმისთვის, პასუხისმგებლობისთვის და სიყვარულით გაწეული შრომისთვის.

დონორ ორგანიზაციას „ ჟოლოს ბაღი დედოფლისწყაროში • A Raspberry Garden In Dedoplistskaro“ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

კლასის დამრიგებლებს, სკოლის მასწავლებლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საერთო საქმეში მონაწილეობა მიიღო და თუნდაც ერთი ნერგი მაინც ჩარგო.

ასევე სკოლის მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორს, ბატონ გურამ სარდალაშვილს ყველა აქტივობაში გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

„დღეს ჩვენს სკოლაში მხოლოდ ჟოლოს ნერგები არ ჩარგულა... დღეს დაითესა შრომა, ერთიანობა, პასუხისმგებლობა და მომავლის რწმენა.

გვჯერა, რომ ეს ბაღი მალე მოგვიტანს არა მხოლოდ ტკბილ მოსავალს, არამედ კიდევ უფრო ტკბილ შედეგს. მოსწავლეებს, რომლებსაც ეცოდინებათ, როგორ იზრუნონ გარემოზე, როგორ შექმნან სიკეთე და როგორ აქციონ საკუთარი იდეები სასარგებლო საქმედ.

ნერგების დარგვის დასრულების შემდეგ კი ქალბატონმა ნათიამ მოსწავლეებს სიყვარულით გაუმასპინძლდა ტკბილეულითა და ცხელი ჩაით, რამაც ეს ლამაზი დღე კიდევ უფრო თბილი, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადა.

ჩვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს ტკბილ ნაყოფს . პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩიტაური. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება