| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი უდიდესი ღვაწლის ქვეყნის წინაშე.
Xა კლასში, დამრიგებლის - ნინო მოქიას ხელმძღვანელობით, გაიმართა კლასსაათი თემაზე - „პატრიარქის ღვაწლის გახსენება“.
როგორც სკოლა-გმინაზიაში გვეუბნებიან, მოსწავლეების მხრიდან შეხვედრა იქცა გულწრფელი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებად.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ შეუფასებელია ილია მეორის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისმა უანგარო სიყვარულმა, სიბრძნემ და თავმდაბლობამ შეძლო ადამიანების გაერთიანება, იმედის გაღვივება და სულიერი ფასეულობების განმტკიცება ჩვენს საზოგადოებაში.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული გულისხმიერებით მოამზადეს სიტყვები პატრიარქის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მისი სულიერი გზავნილების შესახებ. თითოეული გამოსვლა იყო გულიდან წამოსული, სითბოთი და მადლიერებით სავსე.
კლასსაათი დამშვენდა პატრიარქის საგალობლით - „წმინდაო ღმერთო“, რომლის შესრულებამ განსაკუთრებული სულიერი განწყობა შექმნა დამსწრეთა გულებში.
„მადლობა ჩვენო პატრიარქო ყველაფრისთვის - თქვენი სიყვარულისთვის, ლოცვისთვის, სიბრძნისთვის“,- აღნიშნეს მოსწავლეება და პატრიარქის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა