სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიტა მაკალათიამ და გიორგი ბოკუჩავამ ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
03-04-2026
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარსხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დაუნის სინდრომისა (21 მარტი) და აუტიზმის (2 აპრილი) ცნობადობის მსოფლიო დღეებთან დაკავშირებით, გამოცხადებულ ესეების კონკურსს - „თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა“.

კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში გაიმართა.  ესეების კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯაროს სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ავტორებმა კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების პრეზენტაცია წარადგინეს, ავტორები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებული მოსწავლეები იყვნენ წყემის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები - მარიტა მაკალათია და გიორგი ბოკუჩავა.

ღონისძიების მიზანი იყო, ახალგაზრდებში თანასწორობის, ემპათიისა და ინკლუზიური საზოგადოების იდეის გაძლიერება, განსხვავებულობის პატივისცემისა და მხარდაჭერის მნიშვნელობის გააზრება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება