| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სულ ახლახან, ბილინგვური განათლების პროგრამის ფარგლებში, მე-4 კლასში ჩატარდა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი საგანში - „მე და საზოგადოება“. გაკვეთილის თემა გახლდათ - „ძველი პროფესიები“.
სასწავლო პროცესს მასწავლებლები - არმენუჰი გომციანი და ნადეჟდა პალოზიანი ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ძველი პროფესიების შესახებ, მათი მნიშვნელობის გააზრება და თანამედროვე პროფესიებთან შედარება.
სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ წარადგინეს პრეზენტაციები, განიხილეს სხვადასხვა პროფესია და წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული ნივთები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა გაკვეთილის შინაარსს და პრაქტიკულ მნიშვნელობას.
გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
ღია გაკვეთილი წარიმართა ორგანიზებულ და აქტიურ გარემოში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა