სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ილიმპიადის რეგიონალურ ტურში წარმატებით იასპარეზა
02-04-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეთა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას გვიზიარებს. 

1-ელ აპრილს, ქალაქ ყვარელში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა რეგიონალური ტური მინი ფეხბურთში გოგონებს შორის, სადაც მონაწილეობდნენ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების გუნდები.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა.

სკოლაში დიდი სიმაყითა და სიხარულით აღნიშნავენ მოსწავლეთა წარმატებას და გოგონებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს გოგონებს ამ წარმატებას, შრომას, მონდომებასა და გუნდურ სულისკვეთებას! განსაკუთრებული მადლობა მასწავლებელს, რამაზ ოზბეთელაშვილს, გვერდით დგომისა და პროფესიული მხარდაჭერისთვის.

სკოლის დირექტორი, მაია სიმონიძე ულოცავს გუნდს და მასწავლებელს ამ შესანიშნავ შედეგს და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს. გვჯერა, ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება