სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 საჯარო სკოლაში ტარიელ ხარხელაურს ღონისძიებით უმასპინძლეს 
31-03-2026
-
+


„და მიდიოდა უბრალო კაცი, კაცი რომელიც ჰგავდა თავის თავს…“ თბილისის N61 საჯარო სკოლაში თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს ღონისძიებით უმასპინძლეს.

სკოლაში გაიმართა პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ავტორის ლექსები და საკუთარი ხედვით წარმოადგინეს მისი პოეზიის თემები.

საღამოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა თავად ტარიელ ხარხელაურის დასწრება, რომელიც მეუღლესთან ერთად სტუმრობდა ღონისძიებას.

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო ნომრები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა პოეზიის მიმართ ინტერესის გაღრმავებას და მოსწავლეებისათვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობის შექმნას.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს და დამსწრე საზოგადოებას. მადლობა ბ-ნ ტარიელს მობრძანებისთვის, ეს საღამო სიტყვას ეკუთვნოდა და სიტყვამ კიდევ ერთხელ დაგვაკავშირა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ისტორიისა და მოქალაქეობის პედაგოგმა - სალომე ჯღარკავამ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება